პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025
2025-09-19 07:19:53
მიხეილ ხაჩიძე
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატიული აქტივისტი და ორგანიზაცია თურნინგ Pოინტ UშA-ს თანადამფუძნებელი, ჩარლი კირკი, 10 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს იუტაში, Uტაჰ Vალლეყ Uნივერსიტყ-ს ეზოში. ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როცა კირკი სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოდიოდა.
თავდამსხმელმა, 22 წლის ტაილერ რობინსონმა, კირკს ცეცხლი გაუხსნა პირდაპირ სცენაზე. თავდასხმის შემდეგ იგი მიიმალა, რამაც იუტასა და მთლიანად აშშ-ში ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია გამოიწვია.
სროლა განხორციელდა, დაახლოებით, 200 მეტრის მანძილიდან. გამოძიების მიხედვით, თავდამსხმელმა გამოიყენა ბოლტ-აცტიონ-ის სანადირო თოფი, რომელიც სპეციალურად მოამზადა.
სროლის შემდეგ კირკი საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 33-საათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ცნობილია, რომ მისი ოჯახის წევრებმა და, განსაკუთრებით, მამამ გამოძიებას გადაუგზავნეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამაც რობინსონის ლოკალიზება და დაკავება შესაძლებელი გახადა.
ტრამპის რეაქცია
მომხდარზე რეაგირება მალევე ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ტელეინტერვიუში Fოხ & Fრიენდს-ზე მან განაცხადა:
„ვფიქრობ, ძალიან დიდი ალბათობით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ეს იყო საზარელი მკვლელობა, თავდასხმა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა“.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველ ორგანოებს ოპერატიული მუშაობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ოჯახის წევრების როლი გამოძიებაში.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფონი
ჩარლი კირკი ბოლო წლებში აქტიურად მონაწილეობდა რადიკალური კონსერვატიული დღისწესრიგის გაძლიერებაში, იყო ტრამპის ერთგული მხარდამჭერი და ხშირად გამოდიოდა პრესასა და უნივერსიტეტებში სიტყვის თავისუფლების დაცვის სახელით. მისი მოულოდნელი მკვლელობა უკვე შეფასებულია, როგორც „შოკი ამერიკული პოლიტიკისთვის“.
ამავე დროს, ინციდენტი კიდევ ერთხელ აჩენს დისკუსიას შეიარაღებული ძალადობის, პოლიტიკური პოლარიზაციისა და საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის შესახებ.
ჩარლი კირკის მკვლელობამ ამერიკულ პოლიტიკაში კიდევ უფრო გააღრმავა ბზარი. მისი ფიგურა არა მხოლოდ კონსერვატიული მოძრაობის სიმბოლო იყო, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრი. ეჭვმიტანილის დაკავებას, დიდი ალბათობით, მოჰყვება როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შედეგები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად აისახება.
რა ვიცით ტაილერ რობინსონზე?
ეჭვმიტანილი: ტაილერ რობინსონი, 22 წლის, იუტის შტატის ვაშინგტონიდან, დააკავეს 33-საათიანი ძებნის შემდეგ, იუტის ველეის უნივერსიტეტში ჩარლი კირკის მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობისთვის.
პოლიტიკა: ოჯახის წევრების თქმით, რობინსონი სულ უფრო პოლიტიზებული ხდებოდა და კირკის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავდა.
მტკიცებულებები: პოლიციამ ამოიღო ვაზნები ანტიფაშისტური წარწერებით, მათ შორის ცნობილ იტალიურ ანტიფაშისტურ სიმღერა ბელა ჩაოზე მინიშნებებით და ონლაინ-მემებით.
წარსული: სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, 2021 წელს წარჩინებით დაამთავრა, შემდეგ მოკლე ხნით სწავლობდა იუტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიით, თუმცა სწავლა მიატოვა.
ოჯახის მინიშნება: ერთ-ერთმა ნათესავმა პოლიციას აცნობა მას შემდეგ, რაც რობინსონმა ოჯახურ საუბარში მიანიშნა სროლაში მონაწილეობაზე.
ადგილმდებარეობა: მისი მშობლიური ქალაქი მდებარეობს სენტ ჯორჯთან, სროლის ადგილიდან დაახლოებით 3.5 საათის სავალზე.
პოლიტიკური პოლარიზაციის ახალი ეტაპი
ამერიკული პოლიტიკა უკვე წლებია, ღრმა პოლარიზაციის ფონზე ვითარდება. კირკის მკვლელობა ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს. კონსერვატიული ბანაკი მას აღიქვამს, როგორც პოლიტიკური ტერორის გამოვლინებას, მაშინ როცა ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ ძალადობის ზოგად ზრდაზე და არა მხოლოდ ერთი მიმართულებით.
ეს დაპირისპირება შეიძლება გადაიზარდოს ნარატივში, სადაც რესპუბლიკელები საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობას წარმოაჩენენ როგორც სისტემურ პრობლემას, რომელიც დემოკრატების „ლიბერალური დომინაციის“ შედეგია.
2026 წლის შუალედურ არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა და ასეთი მასშტაბის მოვლენა გარდაუვლად გამოიყენება როგორც კამპანიის ელემენტი. კირკის მკვლელობა შეიძლება გახდეს სიმბოლო კონსერვატიული მოწოდებისთვის: „დაიცავით ამერიკა მტრული იდეოლოგიებისგან“.
დემოკრატიული ბანაკისთვის ეს შემთხვევა რთული გამოწვევაა: ერთი მხრივ, მათ უნდა დაგმონ ძალადობა, მეორე მხრივ კი თავი აარიდონ იმ ბრალდებებს, თითქოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მხოლოდ ერთ მხარეს უკავშირდება.
კირკი, როგორც ულტრამემარჯვენე აქტივისტი
ჩარლი კირკს აფასებენ, როგორც ულტრამემარჯვენე აქტივისტს, რომელიც გამოირჩეოდა რადიკალური განცხადებებით ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა აბორტის აკრძალვა, დემოგრაფიული და იმიგრაციის მძაფრი პოლიტიკა რასობრივი ნიშნით; იარაღის ტარების დაშვება: „იარაღით გამოწვეული სიკვდილი ღირს ამ ფასად, რათა შენარჩუნდეს იარაღის ტარების უფლება“, _ თქვა მან ერთ-ერთი დებატისას. დასანანია, რომ ეს რიტორიკა საკუთარ თავზე აუხდა; მისი განცხადებები ხშირად იყო რასისტული. მისივე ციტატაა: „თუ ვხედავ შავ პილოტს, იმედია, კვალიფიციური იქნება“; მას ასევე კონტრვერსიული გამონათქვამები ჰქონდა მთლიანად ისლამურ სამყროზე, ასევე ლგბტქ+-ს წარმომადგენლებზე და ა. შ. თვით კონსერვატორებიც კი აკრიტიკებდნენ, რომ მისი რადიკალიზმი იყო პოპულისტური და აუდიტორიისთვის ეფექტის მოხდენაზე გათვლილი, ვიდრე რაციონალური და პასუხისმგებლობის მქონე.
აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების შესახებ, სადაც ის ითხოვდა სამხედრო დახმარების შეწყვეტას უკრაინისთვის იმ საბაბით, რომ ამერიკელებმა არც კი იციან, სად მდებარეობს უკრაინაო. მსგავსი დისკურსი მიანიშნებდა მის არაგლობალურ აზროვნებაზე და ამერიკის როლის დაკნინებაზე მსოფლიო დემოკრატიის პროცესებში. მისივე პარტიის კრიტიკოსების აზრით, იგი იყო დებატების მომხრე, ხშირად მარცხდებოდა ამ დებატებში, ამასთანავე მისი გლობალური პოლიტიკური თვალსაწიერი კრიტიკას ვერ უძლებდა და ხშირად აფასებდნენ, როგორც ბრიყვს. ასეა თუ ისე, იგი იმსხვერპლა არა ვინმე მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის წევრმა ან არაამერიკელმა, არამედ საკუთარი პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელმა კონსერვატორმა. ამერიკა სოციალური კრიზისის ზღვარზეა.